სიროფში შენახული ხილი საუკეთესოა ზამთრის სეზონისთვის. მას მურაბას ეძახიან. მას იყენებენ დესერტების მოსამზადებლად (მაგ. ტარტალეტკა, ნამცხვარი, კექსი, მაფინი და ა.შ. ), ასევე ცალკე დესერტის სახითაც ჩაისთან, ყავასთან მისაყოლებლად. მურაბა შეიძლება აურიო მაწონში და იოგურტის მაგვარ დესერტს მიიღებ. მურაბის მომზადება საკმაოდ ადვილია და არ მოითხოვს რაიმე სახის ინვესტიციას. მურაბის მოსამზადებლად საჭიროა წყალი, შაქარი, ხილი, სამზარეულოს შესაბამისი მოწყობილობა და ქილები. ქილები შეიძლება იყოს გასტერილებული ან გაუსტერილებელი და მათში მთელი წლის განმავლობაში შეინახავ მურაბას.
საქართველოში არის ბევრნაირი ხილის ხე. შესაბამისად, არის ძალიან ბევრი ხილი, რომლის ცოცხალი სახით ჭამა სეზონურად შეუძლებელია, იმდენად ბევრია. ამიტომ ის უნდა დაკოსერვდეს. ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საკარმიდამო მიწა, აქვს ხილის ხეები. შესაბამისად, ისინი სახლის პირობებში აკონსერვებენ მას და ამზადებენ მურაბას.
მცირე მწარმოებლები, რომლებიც არიან სპეციალიზირებულნი კონსერვების წარმოებაში, აწარმოებენ მურაბებს და მათი მოძიება შეგიძლიათ სუპერმარკეტების დახლებზე.