Get Angel Investment In Your Startup

Get Angel Investment In Your Startup

სახეცვალების თარიღი 2023-01-31 / ხედის რაოდენობა 389

ანგელოზი ინვესტორი ფინანსურად შეძლებული ადამიანი/ინვესტორია, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს მცირე სტარტაპებს ან მცირე მეწარმეებს. ისინი ხშირად  კომპანიებს წილის სანაცვლოდ აფინანსებენ. ბიზნეს ანგელოზები ძირითადად მეწარმეთა ოჯახში ან სამეგობრო წრეებიდან არიან. მათ მიერ გადახდილი თანხა შეიძლება ერთჯერადი ინვესტიციის სახით იყოს განხორციელებული, რაც კომპანიას ფეხზე წამოდგომაში დაეხმარება. ისინი ასევე კომპანიის ბაზარზე დამკვიდრების მხარდამჭერ მუდმივ ფინანსურ კონტრიბუციას ეწევიან. 

ანგელოზი ინვესტორები ის ინდივიდები არიან, რომლებიც საკუთარი ფულის ინვესტირებას საწყის ეტაპზე ცდილობენ. ამ ტიპის ინვესტიცია სარისკოა და ჩვეულებრივ წარმოადგენს ანგელოზის ინვესტორის პორტფელის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს. ბიზნეს ანგელოზების უმეტესობას ჭარბი ფულადი სახსრები აქვს და ეძებს უფრო მაღალ შემოსავლიანობას, ვიდრე ტრადიციული საინვესტიციო შესაძლებლობებია.

მათი ყურადღება სტარტაპებს ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარებისკენაა მიმართული, ვიდრე კომპანიები უშუალო მოგებაზე გასვლას არ დაიწყებენ.

ისინი საკუთარი კაპიტალის მიმართვას სტარტაპებში წილის ან კონვერტირებადი ვალის სანაცვლოდ ახდენენ.  სტარტაპი, რომელსაც ფული სჭირდება ამ შესაძლებლობას მიესალმება. მისთვის ანგელოზის ინვესტიციები ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე დაფინანსების სხვა ფორმები. 

მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზი ინვესტორები ფიზიკური პირები არიან, სუბიექტი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებს, შეიძლება იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაც (შპს), კორპორაცია, ტრესტი ან საინვესტიციო ფონდიც. ანგელოზი ინვესტორებისთვის წარმატებული პორტფოლიოს ეფექტური  ანაზღაურება დაახლოებით 18-20%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება კარგად ჟღერდეს ინვესტორებისთვის და ძალიან ძვირი ჩანდეს დამწყები მეწარმეებისთვის, დაფინანსების იაფი წყაროები, როგორიცაა ბანკები, ზოგადად ხელმისაწვდომი არ არის ასეთი ბიზნეს წამოწყებებისთვის. ეს შეთავაზება ბიზნესის დაწყების ფაზაში მყოფ, ფინანსური სირთულეების მქონე მეწარმეებისთვის, ანგელოზ ინვესტორებს იდეალურ გამოსავლად ხდის. 

ანგელოზთა ინვესტიციები გასული ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. მომგებიანობის მიმზიდველობამ, მას საშუალება მისცა სახსრების ძირითადი წყარო გამხდარიყო მრავალი სტარტაპისთვის. ანგელოზთა ინვესტიციებმა, ასევე ხელი შეუწყო ინოვაციებს, რაც ეკონომიკურ ზრდაში აისახა. 

 

პიერ ცაგურია და თემგო ხუციშვილი
დაგვიკავშირდით
socialMediaIconsocialMediaIconsocialMediaIconsocialMediaIconsocialMediaIcon

საიტი იყენებს ფუნთუშებს, გვერდების უკეთ მონახულებისთვის. დამატებითი ინფორმაცია ქუქი გამოყენების შესახებ.