თბილისში მცხოვრებ მეწარმეებს ამ ქვეყანაზე სოლიდური გამოცდილება დაგვიგროვდა. ჩვენი მთავარი ძალა საქართველოში მოქმედი კანონებისა და ბიზნეს გარემოს ცოდნა და მდგომარეობის სწრაფი შეფასების უნარია. ჩვენ ოპერატიულად მოგაწვდით სასარგებლო რჩევებს თქვენი პროექტის განვითარებისთვის საჭირო საგადასახადო, ადმინისტრაციულ და საბანკო ოპერაციების შესახებ.
ჩვენი ბიზნესის მთავარი გარანტი საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება და მხარდაჭერაა. მაღალი პროფესიონალიზმი და გამჭვირვალობა პარტნიორთან კი, ხანგრძლივი და სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბების საფუძველია. მომსახურება მოიცავს კომპანიის შექმნასთან დაკავშირებულ ყველა ადმინისტრაციულ და მენეჯმენტურ საჭირო პროცედურას: პირადი და კორპორატიული საბანკო ანგარიშების გახსნას, ბინადრობის ნებართვის მიღებას. სერვის ჯორჯია დისტანციურად გთავაზობთ რჩევებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოსა და ყველაზე მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
ჩვენი მიზანია პრაქტიკული რჩევები და საუკეთესო გადაწყვეტილებები შემოგთავაზოთ თქვენი ბიზნესის განსავითარებლად საქართველოში.
რატომ უნდა შექმნათ კომპანია თბილისში?
საგადასახადო კუთხით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალდაბეგვრადი ქვეყანაა მსოფლიოში.
თავისუფალი ზონის კომპანიასთან, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ რეზიდენტის ბარათი.
საბანკო სისტემა საიმედოა და საშუალებას გაძლევთ მარტივად გახსნათ ანგარიში და უზრუნველყოთ სწრაფი ონლაინ ტრანზაქციები 24/7. საქართველოს არ აქვს ხელმოწერილი OECD-ის შეთანხმებები საბანკო ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ (ანგარიშგების საერთო სტანდარტი), არც საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის ხელშეკრულებებზე (TIEA)
თქვენი ბიზნესის დასაწყებად მინიმალური კაპიტალი არ არის საჭირო.
თქვენ შეგიძლიათ ფლობდეთ აქციების 100%-ს.
კომპანიის შექმნა ძალიან მარტივი და სწრაფია, კომპანიის რეგისტრაცია ხდება ერთ დღეში.
2018 წლის მონაცემებით საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიო ბანკის DOING BUSINESS ინდექსით. ბევრ განვითარებად ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც არსებობს მაღალი პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობები. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.